გერმანია

პისტორიუსის თქმით, ორი რუსული სატელიტი კოსმოსში გერმანულ სატელიტებს უკან მიჰყვება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი
AP Photo/Christophe Ena

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, კოსმოსში გერმანულ Intelsat-ის სატელიტებს რუსული Lunch/Olymp ტიპის სატელიტები უკან მიჰყვებიან

ბერლინის კოსმოსურ კონფერენციაზე პისტორიუსმა აღნიშნა, რომ "რუსეთმა და ჩინეთმა კოსმოსში მათი საომარი შესაძლებლობები ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გააფართოვეს" 

"მათ შეუძლიათ სატელიტების მოქმედების შეზღუდვა, მათი დაბრმავება, მანიპულირება ან განადგურება" – ამბობს პისტორიუსი.

რუსეთის მიერ 2014 და 2023 წლებში გაშვებულ ორ სატელიტს არაერთხელ დასდეს ბრალი დასავლურმა სახელმწიფოებმა სხვა სატელიტებისგან სიგნალების მოპარვის მცდელობაში.

ფრანგულმა კოსმოსურმა სტარტაპმა, Aldoria-მ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული სატელიტი კომპანიის სატელიტს უეცრად და საეჭვოდ მიუახლოვდა. 2023-ში მსგავსი განცხადება გაავრცელა ამერიკულმა კომპანია Slingshot Aerospace-მა და აღნიშნა, რომ რუსული სატელიტები "არაკეთილსინდისიერ" მოქმედებაში შენიშნეს, როდესაც უცხო ქვეყნის სატელიტებთან საეჭვოდ ჩერდებოდა. 

პისტორიუსმა კონფერენციაზე ხაზი გაუსვა მსგავსი მანევრირების შესაჩერებლად შესაბამისი ნაბიჯების შემუშავების საჭიროებას.

კომენტარები