სროლა ჰოლიდეი ინნში

ჰოლიდეი ინნ-ში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – სირაძე

სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შსს-მ 1 პირი ადგილზე დააკავა.

თბილისის პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

"შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.

როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ, გასროლის ხმა, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ 1 პირი, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას". - თქვა სირაძემ.

კომენტარები