ემიგრანტები, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ა.შ. ძალიან ბევრი ჩამრიცხველი ჰყავდა ფონდს, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო ბაჩიაშვილი და გილაური და პროკურატურას აინტერესებდა გიორგი ბაჩიაშვილისა და ნიკა გილაურის თანხა რისთვის იყო (მიუხედავად იმისა, რომ იქ მიზნობრიობა იყო მითითებული) და რაში დაიხარჯა ეს თანხა.
ამაზე პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდეც, რომ გილაურთან დაკავშირებით დღეს, ჩემი გადმოსახედიდან, "ქართულ ოცნებას" უფრო შეუძლია მომაწოდოს ინფორმაცია, ვიდრე მე მივაწოდო მას, ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს შეკითხვა ჩემთვის არ იყო და უნდა დაესვათ ნიკა გილაურისთვის. თუმცა, საჯარო იყო, რატომ ჩარიცხა ჩვენს ფონდში ფული ორივემ და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა ბიზნესმენმა. ეს იყო ძალიან საინტერესო დეტალი, რომ არის რაღაც თემები, რასაც ვერ ინელებენ და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს. როდესაც მათ თანხა ჩარიცხეს, ამის შესახებ ჩემი პოსტიდან ყველამ გაიგო. ეს იყო, მგონი, ათი ათასი ლარი, თუ სწორად მახსოვს.
გამოძიება საბოტაჟის საქმეზე
ჟორჟოლიანი: პროკურატურას აინტერესებდა ბაჩიაშვილისა და გილაურის ჩარიცხული თანხები





