პირველ რიგში, ნათესაობას არანაირი მნიშნელობა არ აქვს, თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას, ბრალის წაყენება უნდა მოხდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. შეგახსენებთ, რომ ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის კორუფციული დანაშაულის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშივლი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის ზუტად იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება, მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება, იმისთვის რომ აღმოიფხვრას კორუფცია და უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი ფაქტი და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.
tbl.ge/7bg2
დაკოპირდა

აცხადებს ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის უწყება ძებნას აცხადებს ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეზე.
ამავე თემაზე
- ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე თავისუფალია
- სავარაუდოდ, როცა ინტერპოლით დაიწყო ძებნა, უკვე ბარსელონაში იყო – პროკურორი პაიკიძეზე
- პროკურორის თქმით, ₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- პაიკიძის კომპანიის დირექტორმა ბრალი აღიარა და 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
- ადვოკატი: პაიკიძეს პასპორტი გაუუქმეს, ბრალდებას არ სურს აქ იყოს და კითხვას პასუხი გასცეს




