ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუ პალესტინის ამღიარებელ ქვეყნებს: ეს არ მოხდება, თქვენ ტერორს აჯილდოებთ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

გაერთიანებული სამეფოს, ავსტრალიისა და კანადის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებაზე პასუხად ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნების ლიდერები "ტერორს აჯილდოებენ" და დაამატა, რომ პალესტინური სახელმწიფო "ვერ ჩამოყალიბდება".

"მკაფიო გზავნილი მაქვს იმ ლიდერებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ - თქვენ ტერორს დიდად აჯილდოებთ," აცხადებს ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეოში.

"მე კიდევ ერთი გზავნილი მაქვს თქვენთვის: ეს არ მოხდება, იორდანიის დასავლეთით პალესტინური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

"ჩვენი მიწის გულში ტერორისტული სახელმწიფოს ძალის მეშვეობით შექმნის ბოლოდროინდელ მცდელობაზე პასუხი აშშ-დან ჩემი დაბრუნების შემდეგ გაეცემა." - თქვა ნეთანიაჰუმ და მოსახლეობას მოცდისკენ მოუწოდა. 

ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 7 ქვეყანა აპირებს.

კომენტარები