რუსული რეჟიმი

ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
Google Images

ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალურ ასამბლეის მე-80 სესიიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ყაველაშვილი აშშ-ში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდება.

ასევე, ყაველაშვილი ნიუ-იორკში ოფიციალურ მიღებას დაესწრება, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

კომენტარები