18 სექტემბერს უკრაინამ რუსეთში მდებარე ორ ნავთობის საწარმოზე მიიტანა იერიში.
ორი უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, 18 სექტემბრის ღამეს, ქალაქ ვოლგოგრადში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დაზიანდა კომპანია ლუკოილის საკუთრებაში მყოფი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა.
ვოლგოგრადის აეროპორტში დროებით შეწყდა ფრენები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.





