კრიმინალი

4 კგ-მდე ნარკოტიკი თხევადი საპნის შეფუთვებში - ბათუმის აეროპორტში 1 პირი დააკავეს (VIDEO)

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე, 2001 წელს დაბადებული ა.ო. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

"სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნივთიერება ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები