ბელარუსი

ლუკაშენკომ დამატებით 25 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ლადოგის ტბაში, ვალამის კუნძულზე მდებარე სპასო-პრეობრაჟენსკის ვალამის მონასტერში სტუმრობისას. სანთლით ხელში. 2024 წლის 25 ივლისი
Alexander Kazakov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ლუკაშენკომ "ერთიანობის დღის" წინ დამატებით 25 პოლიტპატიმარი შეიწყალა. 

ლუკაშენკოს ადმინისტრაციის მიხედვით, გათავისუფლებულთა შორის 13 კაცი და 12 ქალია, ძირითადად 40-წლამდე ასაკის 13 კაცი და 12 ქალია. ოფიციალურად მათ ბრალი "ექსტრემისტულ დანაშაულში" ედებოდათ. 

მანამდე, 11 სექტემბერს, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდერ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 

სანაცვლოდ, აშშ-მ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიის, Belavia-ს წინააღმდეგ სანქციები გააუქმა. 

ამავდროულად, ბელარუსული მედია ციტირებს ტრამპის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპმა ლუკაშენკოსთან საუბრისას მინსკში აშშ-ს საელჩოს ხელახლა გახსნის სურვილი გამოთქვა. 

კომენტარები