ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელს ან ნებისმიერ სხვა ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს მშვიდობიან პროტესტანტზე და რომელიც არ იმოქმედებს კანონმდებლობის წინააღმდეგ, არ იძალადებს ხალხზე, თითოეულ ასეთ ადამიანს სთავაზობდა 200 000 დოლარს, როგორც ჯილდოს.
დღეს აქ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით, მე პირადად თინა ბოკუჩავა, ვიმეორებ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შვიდჯერ გაზარდა პენსიები, გააოთხმაგა საქართველოს ბიუჯეტი და უამრავი სხვა სიკეთე მოუტანა საქართველოს, დიახ, კვლავ პირდება გდდ-ს ყველა თანამშრომელს და ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს, რომ დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს 200 000 დოლარის ოდენობით.
ბატონო მამუკა [მდინარაძე], ბატონობით რომ მივმართავ ესეც სასაცილოა, რომელიც ჩემთან ვერბალური დაპირისპირების დროსაც კი ცახცახებდა, ისეთი მშიშარა და მხდალია პარლამენტში, მათ შორის მაშინ, როდესაც მე ვითხოვდი ამ რეჟიმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის პარლამენტის შენობაში შემოსვლას, რადგან ვითხოვდი საგამოძიები კომისიის შექმნას, მამუკა მდინარაძე კი შიშით ცახცახებდა, კანკალებდა, იმიტომ, რომ ის არის მხდალი და სწორედ ამ სიმხდალის, სწორედ ამ შიშის გამოვლინებაა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური მტრის და მეტოქის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავება.
ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აბსოლუტურად იდენტურ შეთავაზებას ვაკეთებთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი და პირადად მე, თინა ბოკუჩავა იმისთვის, რომ ვამხილოთ რამდენად აბსურდულია ეს ბრალი.
და მეორე, რაც მინდა, ვუთხრა საზოგადოებას - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალიდან იწყებს კამპანიას რეგიონებში, ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩავიტანთ საქართველოს დროშას, იმისთვის, რომ საქართველოს დროშა კვლავ ამაყად ფრიალებდეს რუსთაველის გამზირზე და ეს დროშა ამაყად იფრიალებს 4 ოქტომბერს არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან, და მოგიწოდებთ ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეები, ქართველებო, ვისთვისაც ძვირფასია ქართველობა, ვისთვისაც გმირია გიორგი ანწუხელიძე, ვისთვისაც უკვდავი და მუდმივია ჩვენი სახელმწიფო და ღირსება, არ მიხვიდეთ რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებზე, რომლებსაც ივანიშვილი ეძახის საარჩევნო უბნებს, ამის ნაცვლად გამოდით ჩვენთან ერთად, მართალ ხალხთან, მებრძოლ ხალხთან, ნამდვილ ქართველებთან ერთად, გამოდით ქუჩაში, გამოდით რუსთაველზე, რათა ერთად დავიბრუნოთ საქართველო. ხვალიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს კამპანიას ამისთვის რეგიონებში, და დიახ, აუცილებლად ქართველ ხალხთან ერთად, 4 ოქტომბერს ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს.





