ბელარუსი

ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ალექსანდრ ლუკაშენკო
Photo: REUTERS/Vasily Fedosenko

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდერ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას ვილნიუსში აშშ-ს საელჩოს სპიკერი ავრცელებს.

ყოფილი პოლიტპატიმრები აშშ-ს დელეგაციასთან ერთად ბელარუსიდან ლიტვაში მიემგზავრებიან. ლუკაშენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს მოითხოვა პატიმრების გათავისუფლება, რომლებსაც აშშ-ს პრეზიდენტმა "ტყვეები" უწოდა. 

თუმცა, პოლიტიკურ პატიმრობაში კვლავ რჩება ათასზე მეტი პირი, რომელთა გათავისუფლებასაც აშშ-ს პრეზიდენტი ითხოვდა. 

ბელარუსის სამთავრობო მედიის, Belta-ს ინფორმაციით, გათავისუფლებული პატიმრებიდან 14 ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მოქალაქეა. 

Belta ციტირებს ტრამპის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპმა ლუკაშენკოსთან საუბრისას მინსკში აშშ-ს საელჩოს ხელახლა გახსნის სურვილი გამოთქვა. 

კომენტარები