საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

სუს: საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - წერს სუს-ი.

კომენტარები