საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

გომელაური: 2008-ში ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი მოძრაობები და როგორ დამთავრდა, გვახსოვს

რაც შეეხება ჩვენი ოკუპირებული რეგიონებიდან საჯარისო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის თემას. მე არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რაიმე მკვეთრი რეაქცია უნდა გვქონდეს და ასეთივე მოქმედებები გავაკეთოთ. 2008 წელს გავაკეთეთ ჩვენ მკვეთრი მოძრაობა და როგორ დამთავრდა, ეგეც კარგად გვახსოვს.

ასე უპასუხა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის კითხვას იმის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან საჯარისო ნაწილების უკრაინაში გადასროლა ხომ არ ხსნიდა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ახალი შესაძლებლობების ფანჯარას.

კომენტარები