საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი გაერო-ში დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს

TASS

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი გაერო-სგან დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშისთვის განკუთვნილი მიმართვა გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთის გაერო-ს ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსეი ბორისოვის შუამავლობით გაუგზავნა. არძინბასა და ბორისოვის შეხვედრა მოსკოვში, 9 თებერვალს გაიმართა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსი გადაცემული აქვს გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და არაწევრი სახელმწიფოებისთვის, რათა მათ შეეძლოთ გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, შეზღუდული სახით. 

კომენტარები