უკრაინამ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში მდებარე პროხოროვკის ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად ბაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონების იერიში მოიგერია, ხოლო ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
გლადკოვის თქმით, ამ დროისთვის პროხოროვკის ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.





