უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობსადენ დრუჟბის, ბრიანსკის ოლქში მდებარე სამრეწველო სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ეს უკრაინის მიერ მიერ მილსადენზე მიტანილი რიგით მეორე იერიშია. აგვისტოს ბოლოს უკრაინელებმა დრუჟბა უპილოტო საფრენი აპარატებით დააზიანეს.





