28 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით კომბინირებული იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით მტერმა 629 საჰაერო თავდასხმის საშუალება გამოიყენა, აქედან:
- 598 შაჰედი და სხვა ტიპის დრონი;
- 2 აერობალისტიკური რაკეტა კინჟალი;
- 9 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
- 20 ფრთოსანი რაკეტა X-101;
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ განადგურებულია:
- 563 დრონი;
- 1 აერობალისტიკური რაკეტა კინჟალი;
- 7 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
- 18 ფრთოსანი რაკეტა X-101;
რუსების ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი გახდა. ბოლო მონაცემებით კიევის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
რუსეთ უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





