უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

ლუკაშენკო: უკრაინას ვუსურვებ მშვიდობიან ცას და ნამდვილ დამოუკიდებელ განვითარებას

გვერდიგვერდ მშვიდობასა და თანხმობაში თანაცხოვრება ოდითგანვე ბელარუსი და უკრაინელი ხალხის მიზანი იყო. ახლო თანაარსებობამ ჩვენს ხალხებს შორის უწყვეტი კავშირები დაამყარა, რომლებიც გამყარებულია ერთობლივი ისტორიული ბედით, ქრისტიანული ფასეულობებითა და გულწრფელი მეგობრობით.

გარე ძალების ჩარევის მიუხედავად, ბელარუსი მომავალშიც რჩება ღია უკრაინელებისთვის. გვაქვს განწყობა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და ჩვენს სამხრეთ მეზობლებთან კონსტრუქციული დიალოგის.

მთელი გულით ვუსურვებ უკრაინის მოქალაქეებს იპოვონ საკუთარი პასუხი დღევანდელ გამოწვევებზე, თავის მრავალეროვან ქვეყანაში, ვუსურვებ მშვიდობიან ცას, სოლიდარობას და ნამდვილად დამოუკიდებელ განვითარებას.

წერია უკრაინის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს მილოცვაში. 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

კომენტარები