აშშ-ს სახელით, ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
აშშ ერთგულად მხარს უჭერს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მომავალს. გვჯერა მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმების, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტს და გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და გრძელვადიან მშვიდობამდე მიგვიყვანს. ამ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც პატივს მიაგებთ თქვენი ქვეყნის ისტორიას, აშშ მოუთმენლად ელის ეკონომიკისა და უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის გაგრძელებას, ჩვენი ქვეყნების მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის.





