სომხეთი

სომხეთში, გიუმრიში ქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

Nexta TV

სომხეთში, გიუმრიში პარტია, რესპუბლიკის სახელით და მისი მხარდამჭერები რუსულ სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას ითხოვენ. 

პარალელურად, ბლოკის, დედა სომხეთის წევრებს პროდასავლური დემონსტრანტების პასუხად ასევე 102-ე სამხედრო ბაზის შესასვლელთან კონტრაქციის მოწყობა სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის ნება არ დართოთ.

ბლოკის ლიდერის, მანუკ სუკიასიანის თქმით, პოლიციამ შესაძლო შეტაკებებისთვის თავის არიდების მიზნით აქციის სხვა შესასვლელთან გამართვისკენ მოუწოდეს.

სომხური მედიის მიხედვით, ბაზასთან დილიდან სომხური პატრიოტული სიმღერები ისმის.

კომენტარები