პუტინის რუსეთი

კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი, სერგეი მარკოვი რუსეთმა "უცხოელ აგენტად" გამოაცხა

რუსი პოლიტოლოგი, სერგეი მარკოვი
Марина Молдавская / Коммерсантъ

22 აგვისტოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელ აგენტთა" სია გააფართოვა და მასში დამატებით ოთხი პირი და ორი მედია შეიყვანა, მათ შორის, კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი, სერგეი მარკოვიც, რომელიც ერთ დროს ერთიანი რუსეთის დეპუტატი იყო და შემდგომ 2012 წლის არჩევნებზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპიკერის თანამდებობა ეკავა.

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროკრემლისტი პოლიტიკური მიმომხილველის "აგენტად" გამოცხადება შესაძლოა, კავშირშია მარკოვის მხრიდან აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ კომენტარებთან.

Meduza-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მარკოვის განცხადებები მუდამ აზერბაიჯანული ნარატივის მხარეს იხრებოდა. ამასთან, ყარაბაღზე აზერბაიჯანის იერიშთან დაკავშირებით მარკოვი ამბობდა, რომ ეს იყო "ბრწყინვალე, უდავო გამარჯვება, რომლითაც მთელი მსოფლიოა აღფრთოვანებული."

ჟურნალისტებთან საუბრისას რუსმა ტელეწამყვანმა, ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ მარკოვის თქმით, "უცხოელ აგენტად" მისი გამოცხადება შეცდომაა. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება მის რეპუტაციაზე მიზანდასახულ თავდასხმას წარმოადგენს.

კომენტარები