კრიმინალი

თეთრიწყაროში კაცი დაჭრეს

Tabula

თეთრიწყაროში კაცი დაჭრეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიწყენებული.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები