19 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ოკუპანტებმა 5 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ, 5 ფრთოსანი რაკეტა X-101 და 270 საბრძოლო დრონი გამოიყენეს.
9:00 საათის მონაცემებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამურად გაანეიტრალა 236 საჰაერო სამიზნე, აქედან:
- 230 შაჰედის ტიპის დრონი;
- 2 დრონი-იმიტატორი;
- 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ-მ;
- 4 ფრთოსანი რაკეტა X-101;
"იერიშის შედეგად ოთხმა რაკეტამ და ორმოცმა უპილოტო საფრენმა აპარატმა 16 ლოკაციაზე ნაგებობები დააზიანა.
გარდა ამისა 3 ლოკაციაზე შენობები დრონების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად დაზიანდა". – წერია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





