რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

19 აგვისტოს ღამეს უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქში მდებარე, Lucoil-ის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ინფორმაციას ადგილობრივი Telegram არხები და ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი ავრცელებენ.

Telegram არხების ცნობით, ღამე ათამდე აფეთქების ხმა გაისმა.

რუსული მხარის მტკიცებით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები გაანადგურა, ხოლო ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

გარდა ამისა, რუსული მედიები წერენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა. დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

ვოლგოგრადის ნავთობის ქარხანა რუსეთის ჯარისთვის საწვავს აწარმოებს. 14 აგვისტოს უკრაინამ საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა.

კომენტარები