ალასკის სამიტი

უარი NATO-ზე, ყირიმის აღიარება, სანქციების მოხსნა – REUTERS პუტინის პირობებს აქვეყნებს

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, ალასკის შეხვედრა, 2025 წლის 15 აგვისტო

გამოცემა Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ვლადიმირ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე დასმულ მთავარ მოთხოვნებს აქვეყნებს:

  • უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
  • რუსეთის გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში;
  • მოსკოვი დააბრუნებს ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილს;
  • უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ მიიღებს სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს;
  • ყირიმს აღიარებენ რუსეთის ტერიტორიად;
  • მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ნაწილი;
  • რუსული ენა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებენ ოფიციალურ სტატუსს;

ალასკის შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიევმა უნდა მიიღოს. დეტალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს, ვაშინგტონში ილაპარაკებენ.

ოფიციალურმა კიევი არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს. ევროპის ლიდერების ნაწილი უკრაინის პოზიციას უჭერს მხარს.

კომენტარები