ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.
მანამდე ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ალასკის ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე ერთმანეთს შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს.
რუსულმა სამთავრობო მედიამ დაწერა, რომ პუტინმა უარი თქვა თავის Aurus-ის ლიმუზინით მგზავრობაზე და სანაცვლოდ აშშ-ს პრეზიდენტს თავის შეჯავშნილ ავტომობილში შეუერთდა. RIA-ს მიხედვით, ტრამპმა პუტინი მანქანაში მიიწვია, რაზეც პუტინი დათანხმდა.
ამას გარდა, წითელ ხალიჩაზე გამოვლის დროს პუტინს თავზე B-2-ს ტიპის ბომბდამშენმა და ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე ფორმატში აღარ გაიმართება. არამედ ორივე ქვეყნის ლიდერებს მრჩევლებიც შეუერთდებიან. გავრცელებული ცნობებით, აშშ-ს მხარეს ტრამპთან ერთად შეხვედრას სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრებიან.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, პუტინთან ერთად შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი შევლენ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



