14 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფმა რუსეთის პორტ ოლიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავდასხმის ანგარიშს აქვეყნებს:
"არსებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანდა გემი პორტ-ოლია 4, რომელიც დატვირთული იყო შაჰედების სათადარიგო ნაწილებით და ირანიდან შემოსული ტყვია-წამლით. თავდასხმის დეტალები ზუსტდება".
ანგარიშის თანახმად, ოლია ასტრახანის ოლქის საპორტო ქალაქია, რომელიც ირანიდან შემომავალი სამხედრო ტვირთების მიმღები მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური პუნქტია.





