10 აგვისტოს ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთში, ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.
რუსული მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ძლიერი აფეთქება ჩანს. დრონების ჩამოგდებას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ცდილობდნენ.
მოგვიანებით, სარატოვის ოლქის გუბერნატორმა "ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე დაზიანების" შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ლიპეცკსა და ვორონეჟში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 10 აგვისტოს ღამეს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 120 უკრაინული დრონი გაანადგურა.
თავდასხმის ფონზე, სარატოვის, სოჭის, გროზნის, კალუგის, ვლადიკავკაზისა და მაგასას აეროპორტებში ფრენები გაუქმდა.





