ნინო დათაშვილის საქმე

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მასწავლებელი და აქტივისტი, ნინო დათაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

"არ ინერვიულოთ, ციხე საშიში არაა, ქვეყნის დაკარგვაა საშიში. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ" - თქვა დათაშვილმა სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა და შემდეგი სხდომა 21 აგვისტოს ჩატარდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დაცვის მხარემ სასამართლოსა და პროკურორის აცილების შუამდგომლობები დააყენა, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომას დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის საელჩოებსი წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები