ნინო დათაშვილი

PHR: დათაშვილის ფსიქიატრიულში მოთავსება ადამიანის უფლებათა კონვენციით მიჩნეულია წამებად

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.

"PHR ეხმიანება ტელეკომპანია იმედის მიერ გავცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე.

2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანხმლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.

აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმერ ადამიანს შეიძლება ქონდეს ემოციური ლაბიობა, რაიმე გარემოფაქტორების ზემოქმედებიდან გამოდინარე.

ნინო დათაშვილისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.

მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედს, თავი შეკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

PHR აღნიშნულ დოკუმენტს აქვეყნებს ნინო დათაშვილის გადაწყვეტილებით". - წერს ორგანიზაცია.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ცნობითსასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები