თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს აცილების შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"ამ შემთხვევაში თქვენი, მაგრამ კონკრეტულ მოსამართლეს არ ეხება, ყველაზე ასე მოვითხოვდით, რადგან თქვენი თანამშრომელია დაზარალებულიო. ვარაუდი გაჩნდება, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა. ვერცერთი მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, რადგან ბრალდების ყველა მოწმე მისი თანამშრომელია". - განაცხადა ადვოკატმა.
მოსამართლემ მანდატურებს მიმართა და უთხრა, რომ თუ დარბაზში მყოფთაგან რომელიმე ნინო დათაშვილის ინციდენტში მონაწილეობდა დარბაზი დაეტოვებინა. სხდომიდან გავიდა მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებულიც, დათაშვილის განცხადებით, ხელბორკილებით მგზავრობა უჭირს, უმჯდობესი იქნება თუ სასამართლო სხდომები რუსთავის საპატიმროსთან ახლოს მდებარე სასამართლოს დაეწერბა. დათაშვილის თქმით, მისთვის მძიმეა, როდესაც დარბაზში იმ მადატურებს ხედავს, რომლებმაც მასზე იძალადეს.
"განჩინება რომ მომიტანეს, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს ისტორიაში სამარცხვინო ფურცელია. სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც კი არ მომცეს. ეს არის რეპრესია ჩემზე და ადვოკატებზე. ახლაც, რომ მოვდიოდი, მითხრეს, რომ თითქოს ჩემმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ეს წამებასთან გათანაბრებული იძულებითი ექსპერიმენტია. ჩემი ყველა უფლება დაირღვა. ეს არაკომპეტენტურობაა. დაგუგლვა შეიძლება, რა არის ემოციური ლაბილობა. რაც გააკეთეთ, არის, რომ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გაუძლიერეთ.
კვლევას ვითხოვ ციხეში შესვლის დღიდან, რადგან გაუსაძლისი ტკივილი მაქვს. მაგრამ არც კი გამომკითხეს. 10 აგვისტოს მიტარებენ და შეადარონ წინა კვლევას. მანდატურებისგან დაზიანებები მივიღე და გამიუარესდა" - მიმართა მასწავლებელმა და აქტივისტმა, ნინო დათაშვილმა სასამართლოს.
დაცვის მხარემ, ასევე დააყენა პროკურორის, მედეა ცირამუას აცილების შუამდგომლობაც. ადვოკატის განცხადებით, პროკურორებმა იცოდნენ, რომ ნინო დათაშვილს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა სურდა, მაგრამ არც დაინტერესდნენ. იცოდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მას ყურადღება არ მიაქციეს, "დოკუმენტებში ინფორმაცია შეიტანეს", რის საფუძველზეც მოითხოვეს ბრალდებულის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომას ასევე ესწრებიან დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის საელჩოებსი წარმომადგენლები.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
- PHR: დათაშვილის ფსიქიატრიულში მოთავსება ადამიანის უფლებათა კონვენციით მიჩნეულია წამებად
-
POG: დათაშვილის ადვოკატებმა წარმოადგინეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც დაინიშნა ექსპერტიზა
21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





