ნინო დათაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნინო დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით გუშინ, 20 ივნისს დააკავეს.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





