რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს უკრაინამ დრონების მეშვეობით რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სავარაუდოდ, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რუსული არმიის მიერ გამოყენებული დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის ლოჯისტიკურ ჰაბს წარმოადგენს.

ამასთან, ქარხანა რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, სადაც წლიურად 6.25 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება ხდება. 

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აფიპსკის ქარხანას უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა. 

ტელეგრამ არხების მიხედვით, ადგილობრივ მცხოვრებლებს ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები ესმოდათ, ხოლო სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ იწვის დიდი ზომის ცეცხლი ქარხნის ტერიტორიაზე. 

კრასნოდარის მხარის რეგიონულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ სლავიანსკ-ნა-კუბანთან ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად კაცი დაშავდა, თუმცა მას აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის დრონებით იერიში არ უხსენებია. 

კომენტარები