რუსული რეჟიმი

გორდულაძე სანქციებზე: ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი დაბრუნდა, თანამედროვე სახით

ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი დაბრუნდა, თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით. ბოლშევიზმი, სადაც არავითარ საფუძველს მნიშვნელობა არ აქვს და მთავარია იარლიყი და მიღებული გადაწყვეტილება ადამიანების დასჯის თაობაზე.

განსაკუთრებით, კატეგორიულად მიუღებელია, როცა ასეთი დაუსაბუთებელი მუქარები, შანტაჟი და მათ შორის ე.წ. სანქციებიც მიემართება სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ. მაგრამ, სამწუხაროდ, გასაკვირი არც არაფერია. "დიფსთეითის" მართული ხელისუფლების წარმომადგენლები ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებდნენ ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში  [...] რა თქმა უნდა, ეს ჩვენზე არ მოქმედებს და უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქვეყნის სიყვარული კონკრეტულ სანქციას, საბანკო ოპერაციას თუ სადმე თავისუფალ მოგზაურობას ანაცვალო. ქვეყნის ინტერესები არასოდეს არაფერზე იცვლება. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ. ლიტვამ ივანიშვილის რეჟიმის დამატებით 10 წარმომადგენელი დაასანქცირა.

კომენტარები