ტაილანდი-კამბოჯა

ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერები ხუთდღიანი შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები მალაიზიაში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას მალაიზიის პრემიერმინისტრი ანვარ იბრაჰიმი მასპინძლობდა.

"ცეცხლი ამაღამ, შუაღამისას, დაუყოვნებლად და უპირობოდ შეწყდება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა" - განაცხადა ანვარმა ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხუთდღიანი კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაღუპა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კამბოჯისა და ტაილანდის პრემიერმინისტრებს, ჰუნ მანეტსა და ფუმთამ ვეჩაიაჩაის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ელაპარაკა.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო. 

ტაილანდმა შეტაკებების პირველივე დღეს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამხედრო სამიზნეებიც დაბომბა.

კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. შეტაკებების დაწყებამდე ტაილანდმა კამბოჯიდან წინა ღამით ელჩი გამოიძახა და პნომპენის წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა.

კომენტარები