ტაილანდი-კამბოჯა

ტაილანდი და კამბოჯა მალაიზიაში მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ

ტაილანდი და კამბოჯა ოთხდღიანი კონფლიქტის დასასრულებლად 28 ივლისს მალაიზიაში მოლაპარაკებებს გამართვაზე შეთანხმდნენ.

ტაილანდის მთავრობის თქმით, ორივე მხარე პრემიერმინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კამბოჯისა და ტაილანდის პრემიერმინისტრებს, ჰუნ მანეტსა და ფუმთამ ვეჩაიაჩაის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ელაპარაკა.

ოთხდღიანი კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაღუპა.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო. 

ტაილანდმა შეტაკებების პირველივე დღეს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამხედრო სამიზნეებიც დაბომბა.

კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. შეტაკებების დაწყებამდე ტაილანდმა კამბოჯიდან წინა ღამით ელჩი გამოიძახა და პნომპენის წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა.

კომენტარები