ტაილანდი-კამბოჯა

ტაილანდსა და კამბოჯას საზღვართან კონფლიქტი განახლდა, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი

ბოლო 40 საათის განმავლობაში ტაილანდისა და კამბოჯას საზღვარზე შეტაკებები განახლდა. კამბოჯას მთავრობის ინფორმაციით, სულ მცირე, ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. 

ტაილანდის მხრიდან, მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულია სამი ჯარისკაცი.

ტაილანდის შეიარაღებული ძალები კამბოჯას მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვაში ადანაშაულებს. ანალოგიურად, კამბოჯას მთავრობა ამტკიცებებს, რომ ტაილანდელმა სამხედროებმა საზღვართან მდებარე პურსატის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარეებს მოუწოდა, დაემორჩილონ ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თუმცა ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა BBC-სთან თქვა, რომ აღნიშნული შეთანხმება არ მუშაობს.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო. 

ტაილანდმა შეტაკებების პირველივე დღეს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამხედრო სამიზნეებიც დაბომბა.

კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. შეტაკებების დაწყებამდე ტაილანდმა კამბოჯიდან წინა ღამით ელჩი გამოიძახა და პნომპენის წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა.

ხუთდღიანი კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაღუპა.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე 28 ივლისს შეთანხმდნენ.

კომენტარები