ის, ვინც თავის თანამდებობას გამოიყენებს ანგარებით თავის გასამდიდრებლად ან თავისი კეთილდღეობისთვის, ის, ვინც ვერ იგრძნობს, რომ თანამდებობის დაკავება არ არის პრივილეგია, არამედ არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და უზარმაზარი ტვირთი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ის დაამთავრებს ციხეში. ეს არის ფაქტი და ყველამ უნდა იცოდეს.
ეს გაკვეთილი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დღეს ან სამომავლოდ დააპირებს თანამდებობის დაკავებას, კარგა ხანს უნდა იფიქროს, რომ თუ წრფელი გულით არ მიდის ამ თანამდებობაზე, სად შეიძლება ამოყოს თავი [...]
[...] რა კლანებს შორის ბრძოლაზეა ლაპარაკი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს, ვერავინ, ვერც მოქმედი, ვერც ყოფილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელი წაუცდა ან მომავალში წაუცდება კორუფციის მიმართულებით.





