ივანიშვილის რეჟიმი

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე გაავრცელა.

ცნობისთვის, ხაინდრავასთან ერთად დაკავებულია სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროს და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავიც.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტი-კორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ.ხ.

ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვ.ვ და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ.მ.

საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხით, 2023 წელს მართლსაწინააღდმეგო გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები