რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AfD-ს ერთ-ერთი წევრი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, შესაძლოა პარტიიდან გარიცხონ

ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) რეგიონული პოლიტიკოსი, ტიმ შრამი შესაძლოა პარტიიდან გარიცხონ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინის არმიაში მოხალისედ იბრძოდა.

გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, პარტიაში ამჟამად შრამის წევრობის გაუქმების მოთხოვნა განიხილება.

22 წლის ტიმ შრამს, რომელიც AfD-ს ვუპერტალის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილეა, პარტიის რეგიონული "პარტიის რეპუტაციის მეტად დამაზიანებელ“  ქმედებაში ადანაშაულებს. მოთხოვნაში მითითებულია, რომ ის უკრაინაში მოხალისედ 2025 წლის მარტიდან ივნისამდე მსახურობდა.

"ბრალდებულმა უკრაინის არმიის რიგებში სამსახურის გაწევით და საჯაროდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ კომენტარებით პარტიის პრინციპები და წესრიგი სერიოზულად დაარღვია, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გახდა" - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობების თანახმად, რეგიონულმა ხელმძღვანელობამ, შრამის პარტიიდან დაუყოვნებლივ გარიცხვას მხარი დაუჭირა.

გამოცემა Nius-სთვის მიცემულ ინტერვიუში შრამმა თქვა, რომ პირველად უკრაინაში 2022 წელს გაემგზავრა, რათა ფრონტის ხაზთან მდებარე რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა. 19 წლის ასაკში მან უკრაინის საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანება სცადა, თუმცა მაშინ არ მიიღეს.

შრამმა აღნიშნა, რომ მისი წასვლის შესახებ პარტიაში არავინ იცოდა. მან ასევე თქვა, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი მოგვიანებითაც კი გაუჭირდა, "თუმცა რამდენიმე თანაპარტიელი, მათ შორის ზემდგომები, მხარს მიჭერდნენ".

კომენტარები