რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფიდანი: რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მხარეებმა "თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს".

ფიდანმა აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართული მესამე რაუნდის მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს, თუ რა პირობებში შეიძლება ქვეყნების ლიდერების შეხვედრის გამართვა.

"[მხარეებმა] თურქეთში ლიდერების სამიტის გამართვაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების დელეგაციებს ეკისრებათ" - თქვა ფიდანმა

მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებების მიმდინარეობის გათვალისწინებით, ის მხარეებისგან "კომპრომისის მიღწევის სურვილს" ხედავს.

"თუ ასე გაგრძელდა, მე ვფიქრობ, რომ დროებით გადაწყვეტილებას მიაღწევენ. ყველას აქვს საკუთარი კოზირი, რომელსაც ჯერ არ ამჟღავნებენ. ჩვენ ხელსაყრელი პირობების შექმნას ვცდილობთ" - განაცხადა ფიდანმა

ფიდანის თქმით, რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ "ძალიან სერიოზული რეგიონული და გლობალური შედეგები" აქვს.

"ჰუმანიტარული ტრაგედიის განხილვაც კი რომ არ დავიწყოთ... საფრთხის წინაშე საერთაშორისო არენაზე ვდგავართ, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დიდ ომში და გახლეჩაში გადაიზარდოს. ეს არის რთული და ძვირადღირებული ომი. ომი, რომელშიც ყველაფერს იყენებენ, ბირთვული იარაღის გარდა" - თქვა ფიდანმა

კომენტარები