აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ აფხაზეთთან ახლოს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ "უშიშროების საბჭოს სხდომა" მოიწვია.
ე.წ. სხდომაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა "აფხაზეთის საჰაერო სივრცე" დაარღვია.
გუნბამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაცია მოისმინა.
გუნბამ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ე.წ. თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოსთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზასთან კოორდინაციის გაძლიერება დაავალა.





