აზია

ტაილანდმა კამბოჯას სამხედრო ობიექტებზე F-16-ის გამანადგურებლით იერიში მიიტანა

ტაილანდმა კამბოჯაზე F-16-ის ტიპის გამანადგურებლით იერიში მიიტანა. ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბული ვითარება სამხედრო დაპირისპირებაში დღეს, 24 ივლისს გადაიზარდა. ორმხრივი იერიშების შედეგად ჯამში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, აქედან 11 სამოქალაქო პირი. 

რამდენიმე საათის წინ ტაილანდმა კამბოჯას ერთ-ერთი სოფლის დაბომბვაში დასდო ბრალი. შედეგად, ტაილანდმა ექვსი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი გაამზადა, თუმცა აქედან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამოიყენა კამბოჯაში სამხედრო ობიექტზე იერიშის მისატანად. 

კომენტარები