სტიქია სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სამხრეთ კორეაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად 1 999 საჯარო შენობა და 2 238 კერძო ობიექტი დაზიანდა, მათ შორის, ფერმები.

უწყების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

სამხრეთ კორეის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმების შემცირებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

კომენტარები