რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა

20 ივლისის ღამეს უკრაინამ მოსკოვის ოლქზე სამხედრო დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა. აფეთქებები ქალაქ ზელენოგრადში ისმოდა, რომელიც მოსკოვიდან 37 კილომეტრითაა დაშორებული.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, რუსებმა 16 უკრაინული დრონის, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, ჩამოგდება შეძლეს. დრონების ნარჩენები ქალაქ ზელენოგრადში ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ჯამში 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით მიფრინავდნენ.

კომენტარები