რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოდესაზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა

18-19 ივლისის ღამეს, ქალაქ ოდესაზე რუსული იერიშის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ქალაქში განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში.

ტრუხანოვის თქმით, რუსებმა ქალაქზე თავდასასხმელად 20-ზე მეტი სამხედრო დრონი გამოიყენეს, რომლებიც ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შეფრინდნენ. 

"ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე ზუსტდება" - განაცხადა ოდესის მერმა.

კომენტარები