ნიკორწმინდის ეპისკოპოსი, მეუფე ვახტანგი მოსკოვში ჩავიდა.
მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდის ცნობით, მან რუსეთის პატრიარქ კირილის თანაშემწესთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა.
კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ.
წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა.
რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტაძარში მყოფებს რუსეთის პატრიარქის კურთხევა გადასცა და მათ სიტყვით მიმართა.





