რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სტაროვოიტი მინისტრი 2024 წლის მაისში გახდა, მანამდე კი ის თითქმის 5 წელი კურსკის რეგიონის გუბერნატორი იყო.
კრემლის ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ნოვგოროდის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, ანდრეი ნიკიტინი დაინიშნა.
მინისტრის უეცარი გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვნა.
"ამჟამად, პრეზიდენტის აზრით, ანდრეი ნიკიტინის პროფესიონალური უნარები და გამოცდილება ყველაზე კარგად უზრუნველყოფს, რომ სააგენტო, რომელიც პრეზიდენტმა უაღრესად მნიშვნელოვნად დაახასიათა, თავის ამოცანებსა და ფუნქციებს შეასრულებს" – ამბობს პესკოვი.





