ისრაელის იერიში ჰუსიტებზე

ისრაელმა ჰუსიტების პორტებსა და ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ჰუსიტების სამიზნეებზე, კერძოდ იემენის სამ პორტსა და ერთ ელექტროსადგურზე იერიშები მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაშია აღნიშნული.

IDF-ის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ჰუსიტების პოზიციებზე 50-ზე მეტი საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს.

განცადების მიხედვით, იერიშები ჰოდეიდას, რას ისას და სალიფის პორტებზე, ასევე რას ქანთიბის ელექტროსადგურზე იქნა მიტანილი, რაც ჰუსიტების მხრიდან ისრაელზე მრავალჯერადი თავდასხმების პასუხი იყო.

ჰუსიტების სამხედრო სპიკერის თქმით, თავდასხმების შემდეგ ჰუსიტების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის ავიაიერიშს "მრავალი ადგილობრივი წარმოების ანტისაჰაერო რაკეტის" გამოყენებით უპასუხეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაიერიშებისას ასევე დაზიანდა ხომალდი Galaxy Leader, რომელიც ჰუსიტებმა 2023 წლის ნოემბერში გაიტაცეს და მას საზღვაო სადაზვერვო და ოპერატიული მიზნებისთვის იყენებდნენ.

ავიაიერიშებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. IDF-ის ინფორმაციით, ისინი ცდილობდნენ რაკეტების ჩამოგდებას, რის შედეგებსაც ამჟამად იძიებენ.

კომენტარები