უნგრეთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, 6 ივლისს უნგრეთის ერთ-ერთ გზატკეცილზე უკრაინული ბავშვთა ანსამბლის ავტობუსმა გზიდან გადაუხვია და გადატრიალდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა. ხოლო წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა ავტობუსის კონტროლი დაკარგა, თუმცა ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ავტობუსით უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში საცეკვაო ფესტივალისთვის გამგზავრებული ბავშვთა ანსამბლი მგზავრობდა. ინციდენტის დროს მასში 77 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი მძღოლი, მეთვალყურეები და ანსამბლის წევრები
გავრცელებული ცნობებით, ავარიის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი, მათგან 4 კი მძიმე მდგომარეობაშია. Kyiv Independent-ის ინფორმაციით, მძიმედ დაშავებულთა შორის ორი მათგანი 14 და 18 წლისები არიან, დანარჩენი ორი კი 67-ის და 71-ის. ამასთან, საელჩოს განცხადების მიხედვით, ინციდენტს ყველა მგზავრი გადაურჩა.





